Sunday, May 3, 2015

ჩემი პორტფოლიო













მე-9 დღე

დასრულდა ტრენინგი "პროექტებით სწავლება", რომელიც ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო.
პროექტზე მუშაობისას  მაღალია მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია. მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად, სწავლობენ კეთებით, ავლენენ შემოქმედებით უნარებს, თვალნათლივ ჩანს შედეგი. ტრენინგზე უკეთ გავიგე როგორ დავგეგმო სწორად პროექტი, შეფასების რა საშუალებები გამოვიყენო, დიდი მადლობა ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს საინტერესო ტრენინგისათვის.

,

Saturday, May 2, 2015

დღე მე--8
ბავშვის შესაძლებლობების გამოვლენისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფასილიტაციას.
განვიხილეთ მრავალფეროვანი ნიმუშები, საინტერესო იყო აზრთა გაზიარება. ნიმუშები ვიზუალურად კარგად იყო შერჩეული, გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა შესაძლებლობები. გავაკეთეთ კომენტარები, გავუზიარეთ გამოცდილება ერთმანეთს, რაც დაგვეხმარება ჩვენი პროექტის სრულყოფაში.