Sunday, May 3, 2015

ჩემი პორტფოლიო













მე-9 დღე

დასრულდა ტრენინგი "პროექტებით სწავლება", რომელიც ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო.
პროექტზე მუშაობისას  მაღალია მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია. მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად, სწავლობენ კეთებით, ავლენენ შემოქმედებით უნარებს, თვალნათლივ ჩანს შედეგი. ტრენინგზე უკეთ გავიგე როგორ დავგეგმო სწორად პროექტი, შეფასების რა საშუალებები გამოვიყენო, დიდი მადლობა ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს საინტერესო ტრენინგისათვის.

,

Saturday, May 2, 2015

დღე მე--8
ბავშვის შესაძლებლობების გამოვლენისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფასილიტაციას.
განვიხილეთ მრავალფეროვანი ნიმუშები, საინტერესო იყო აზრთა გაზიარება. ნიმუშები ვიზუალურად კარგად იყო შერჩეული, გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა შესაძლებლობები. გავაკეთეთ კომენტარები, გავუზიარეთ გამოცდილება ერთმანეთს, რაც დაგვეხმარება ჩვენი პროექტის სრულყოფაში.

Sunday, April 26, 2015

მე-7 დღე. მოდული 5, 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 აქტივობა.
ვიმუშავეთ შეფასებებზე, განვიხილეთ დეტალურად  შეფასების ფორმები და ინსტრუმენტები.
იყო ძალიან საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული დღე.

Saturday, April 25, 2015

მე-6 დღე, მოდული 4-ის 1-ლი, მე-2,მე- 3,მე- 4 და  მე-5 აქტივობები
პროექტის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობა.
ამისათვის აუცილებელია წინასწარ სწორად განისაზღვროს რა სახის სამუშაოების შესრულება ევალებათ მოსწავლეებს მიზნის მისაღწევად, ამასთან უნდა გავითვალისწინოთ მათი შესაძლებლობები და ინტერესები.
დღეს ვნახეთ მოსწავლეთა სხვადასხვა სახის საინტერესო ნამუშევრები, რაც გაგვიადვილებს ჩვენს პროექტზე მუშაობას.
დღევანდელი დღე იყო საჭირო და საინტერესო.